Loading...
Close
21 თებერვალი 2019 18:45
მოსამართლეთა უვადო განმწესება - გადამწყვეტი მომენტი პარლამენტში - LIVE
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ლაშა ჟვანია - ნიკას ჩემს აზრებს სრულად, გახსნილად ვანდობდი - ნიკა რურუასნაირი პატრიოტი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია
6 დეკემბერი 2018 15:16
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ნიკა რურუას პანაშვიდზე მივიდა. მისი განცხადებით, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ნიკა რურუასნაირი პატრიოტი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია.

„ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით, ერთად ვიყავით პარლამენტში. მე ვიყავი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გვერდიგვერდ ვისხედით პარლამენტში და ამას გარდა, გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია. მერე ერთად გადავედით მთავრობაში და გავხდით მინისტრები. ჩვენი აზრები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. იმ პერიოდში ნიკა ჩემთვის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს აზრებს სრულად, გახსნილად ვანდობდი. მე უფრო ფეთქებადი ვიყავი, ნიკა კი მუდმივად მომიწოდებდა, რომ მომეცადა და ყველაფერი თავის ჩარჩოებში ჩაჯდებოდა. თითქოს ნიკა უნდა ყოფილიყო უფრო ემოციური, მაგრამ პირიქით იყო. მუდმივად მაწყნარებდა, როგორც ძალიან ახლო მეგობარი. დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ნიკასნაირი პატრიოტი ადამიანი. ის ძალიან ნიჭიერი და ძალიან ღრმა ადამიანი იყო. ზუსტად 10 წლის წინ, ჩვენ რომში ოფიციალური ვიზიტით ვიყავით, ნიკა მაშინ აღმოვაჩინე, როგორც ძალიან ღრმა, მოაზროვნე ადამიანი, გარდა იმისა, რომ მისი ცოდნა და განათლება ყველასათვის იყო ცნობილი. იმ ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ნიკას ნიჭი და განათლება იციან, მინდა ვუთხრა, რომ ის კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე ჩანდა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ნიკა რურუას დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.



ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ვერის სასაფლაოზე ხალხის ნაკადი არ წყდება - ნიკა რურუას უკანასკნელ გზაზე აცილებენ - LIVE
მთავარი თემა

მოსამართლეთა უვადო განმწესება - გადამწყვეტი მომენტი პარლამენტში - LIVE
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს
გიორგი ქობულია - ჩვენ, მთავრობა მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი