Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 01:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
სასულიერო პირმა 'სააფთიაქო ნარკომანიის' საქმის მოსამართლე დაწყევლა
6 დეკემბერი 2018 15:42
''დაწყევლილი იყავი საშვილიშვილოდ, შე უპატრონოვ“, - ამ სიტყვებით „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმის მოსამართლეს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სხდომათა დარბაზიდან გასვლისას მიმართა.

სასულიერო პირის გაღიზიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, თბილისსა და გორში აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

სუს-მა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მისცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნუგზარ ჯანჯღავას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი