Loading...
Close
17 თებერვალი 2019 15:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
'რუსთავი-2'-ის ეთერში გასული სიუჟეტი – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
6 დეკემბერი 2018 16:37
სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია ''რუსთავი-2''-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი, საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია არის მცდარი.

''კერძოდ, საუბარია იმ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.მ. სასამართლოდან გამოყვანისას „ბადრაგმა“ კონკრეტულ პიროვნებას შეახვედრა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში მიყვანის მომენტში არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მას სასამართლოში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ვერ მიიყვანდა. რაც შეეხება მისი სასამართლოდან გამოყვანის მომენტს, ბრალდებულ გ.მ.-ს არც ამ დროს დახვედრია საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი, რადგან, ზოგადი წესის მიხედვით, ბრალდებული პირი მხოლოდ მას მერე ხვდება პენიტენციური სამსახურის, და შესაბამისად, საბადრაგო სამსახურის სისტემაში, რაც მას შესაბამისი ორგანოები პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგენენ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პიროვნება, რომელიც დასახელდა, რომ იყო თითქოს ბადრაგი, ფორმას არ ატარებდა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები კი სამსახურეობრივ მოვალეობას მუდამ ფორმაში ასრულებენ.

რაც შეეხება, სიუჟეტში მოხვედრილ საბადრაგო სამსახურის მანქანას, განვმარტავთ, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 5 დეკემბერს იმართებოდა რამდენიმე სასამართლო პრეცესი, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ 5 ბრალდებულის - კ.ნ., ო.ნ., პ.თ., ტ.თ. და დ.ა. - ბადრაგირება განხორციელდა. მოცემულ პატიმრებსა და მათ თანმხლებ ბადრაგებს საბადრაგო სამსახურის მანქანა ელოდებოდა სასამართლოს ეზოში, მაგრამ, როგორც ზევით აღინიშნა, ამ მანქანას ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ პროფესორ გოჩა ბარნოვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება შეუწყვიტა
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ხანძრის შედეგად დაზარალებული - არავინაა ჩვენი პატრონი, ამხელა ზარალს ახლა როგორ გადავიხდით?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
დავით კირკიტაძე გურჯაანის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პაატა შამუგია - შეიძლება იყოს უსამართლო პრეზიდენტი ან აღმასრულებელი ხელისუფლება და არ დაიქცეს ქვეყანა, მაგრამ დაიქცევა თუ იქნება უსამართლო სასამართლო
ვანო ზარდიაშვილი 9 დეპუტატის ინიციატივაზე - არც ერთი იურისტი, თუნდაც პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი