Loading...
Close
10 დეკემბერი 2018 23:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ჯანდაცვა
2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება
6 დეკემბერი 2018 20:18
2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება - შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა.

ცვლილება აისახება ტერმინთა განმარტებებშიც და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის ტ³ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. კანონის ეს ნაწილი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა. ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა 6 თვის ვადაში უნდა შეიტანონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ცვლილებების ავტორები მიუთითებენ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე, რომლის მიხედვით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. განმარტებით ბარათში საუბარია წითელას წითელას შემთხვევების ზრდაზეც.

"ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11,000 შემთხვევა, 3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას. წითელას დაავადების შემთხვევების პროგნოზული მატების თავიდან აცილების მიზნით, 2008 წელს ჩატარდა 6-27 წლის ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია, რომლის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რაც 2013-2014 წლების ეპიდემიის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.

2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების 11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა.", - აღნიშნულია დოკუმენტში.

აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

ცვლილებების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მას მოსახლეობა უფასოდ იღებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 22.400 ათასი ლარია და ეს თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ აცრაზე ყველა არ მიდის.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს წითელას შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. წითელას ეპიდემიური აფეთქებები მსოფლიოს ყველა რეგიონში მოხდა და სიკვდილის 110 000-მდე შემთხვევა გამოიწვია. WHO-ს მონაცემებით, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ ექვს თვეში 1000-ს გადააჭარბა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი