Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 03:06
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები განცხადებას ავრცელებენ
10 დეკემბერი 2018 16:52
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ეროვნული გვარდიის სარდლის ახლად დანიშნული მოადგილის, პოლკოვნიკ, კობა ახვლედიანის მიმართ დაწყებულ კამპანიას ეხმაურებიან. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„არა გვგონია, რომ უბრალოდ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის ახლად დანიშნულ მოადგილესთან კობა ახვლედიანთან, არათუ დაიჯეროს ის სიბინძურე, რაც მასზე ვრცელდება, არამედ ერთი წამითაც კი ეჭვი შეიტანოს მის ვაჟკაცობაში, რაინდულ საქციელში, ნაღდ, მეომრულ სულში, რომელიც გამორიცხავს სუსტის დაჩაგვრას, გაჭირვებაში მყოფი თანამოძმისთვის ზურგის შექცევას. ის გამორჩული იყო და არის თავისი თავაზიანობით, თავმდაბლობით, სამართლიანობის მომატებული გრძნობით!

საქართველოში თანამდებობის მაძიებლებს რა გამოლევს! არც ის გვიკვირს, რომ ვიღაცას გვარდიის სარდლის მოადგილის თუ სარდლის თანამდებობები ჩავარდნოდა გულში, მაგრამ არა გვგონია, იმაზე ეფიქრათ, ასეთი მეთოდებით მოპოვებულმა სავარძელმა, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ან მათ, ან მათ ოჯახებს.

სირცხვილისთვის უკითხავთ, არ გრცხვენია, ასე თავაწეული რომ დაიარებიო?! – მე უკვე ხალხი შემეჩვია და სირცხვილი არა მქვიაო!

მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენ არც ადრე შეგვეძლო და არც ახლა ვაპირებთ, შევურიგდეთ ცილისწამებას, დასმენას, თანამებრძოლებისთვის მიზანმიმართულად სახელის გატეხვას.

შეგვიძლია, შეგპირდეთ! ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ საქართველოში გვინდა, ვიცხოვროთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ მომავალში!“, – ნათქვამია განცხადებაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი