Loading...
Close
19 იანვარი 2019 04:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
'სტარტაპ საქართველოს' მიერ დაფინანსებული ვაშლის ჩიფსების საწარმო სოფელ დიცში 
27 დეკემბერი 2018 12:48
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა.

ვაშლის ჩიფსების წარმოება “საპარტნიორო ფონდის” შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო”-ს ერთ-ერთი გამარჯვებული და წარმატებული ინოვაციური ბიზნეს პროექტია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მალე ჩინეთში განხორციელდება. მამუკა ბახტაძის თქმით, მსგავსი წარმატებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

“ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს სოფელ დიცში, რომელიც საოკუპაციი ხაზთან მდებარეობს, შესაბამისად სოფელში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები. სამმა ქართველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ სოფელ დიცში გაეკეთებინა ეს უნიკალური საწარმო, რომელიც დააფინანსა ჩვენმა სტარტაპ პლატფორმამ - “სტარტაპ საქართველომ”. ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს უნიკალური ხილის შრობის მეთოდი და დაიწყეს ვაშლის ჩიფსის დამზადება, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული, არის ჯანსაღი საკვები, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი მოიხმარენ მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას. ვაშლის ჩიფსები პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ, დაიდო კონტრაქტი ჩინეთში. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამეწარმეო სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ის ეკონომიკური გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა. კიდევ ერთხელ მსურს ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო ამ წამოწყებისთვის და ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატებები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საწარმოს შექმნის იდეის და შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები არიან აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. პროექტი გულისხმობს ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს, საიდანაც “სტარტაპ საქართველოს” დაფინანსება 90 000 ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 11 ადამიანი, უმეტესად ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საწარმოში მისვლამდე დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა, სადაც პოლიციელებს გაწეული სამუშაოსთვია მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი