Loading...
Close
20 ივნისი 2019 09:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პრესის დაიჯესტი
Washington Post - რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი
8 იანვარი 2019 11:32
რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში სახელწოდებით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე“.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქართველი მკვლევარები აქტიურად არიან ჩართული პროექტში, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, თუ რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი წითელ პლანეტაზე.

„მკვლევარებმა უნდა დაადგინონ, რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალს და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვინ არ ისურვებდა მარსული ღვინით სავსე ჭიქას, როდესაც ახალ პლანეტაზე ახალ წელს შევხვდებით?“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Washington Post-ი წერს, რომ პროექტში ჩართული არიან, როგორც მეწარმეები, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გამოცემის ცნობით, წელს პროექტის მონაწილეები აპირებენ, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ე.წ. ვერტიკალური ბაღი გახსნან.

„ვერტიკალური მებაღეობა ადამიანის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს და მცენარეების მოსაყვანად მზის სინათლე არაა საჭირო. სწორედ ასეთ გარემოში მოყვანილი მცენარეებმა შეიძლება, მომავალში გაიხარონ მარსის კოლონიაში“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წითელი პლანეტის კლიმატს არა შავი, არამედ თეთრი ფერის ყურძენი უფრო გაუძლებს. მარსზე მოშენების ერთ-ერთი კანდიდატად რქაწითელი განიხილება. მკვლევარების აზრით, რქაწითელის კანი მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.

„მარსზე მოსაშენებლად საუკეთესო ყურძნის ჯიშის დადგენას მკვლევარები 2022 წლისთვის გეგმავენ“, – ვკითხულობთ Washington post-ის სტატიაში.




მომზადებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი