Loading...
Close
19 იანვარი 2019 04:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ჯანდაცვა
'გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული' - ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება
10 იანვარი 2019 15:22
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მინისტრთან ერთად იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე.

„დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია - დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთის მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი ან პირბადეების ნაკლებობა არ არსებობს.

„სასწრაფოს გამოძახებების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 200-ით არის შემცირებული და ეს ტვირთი თავის თავზე აიღო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ და რომლებშიც მიმართვიანობა გაზრდილია. თუკი იყო 420, დღევანდელი მდგომარეობით არის 602. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებაში, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატების არსებობა, ან დეფიციტი. ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მედიკამენტები უფასოდ გაიცემა, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გუშინ გაჟღერდა, რომ რომელიღაც აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა შეიქმნა, ეს რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.




დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს 'ტამიფლუზე' ფასები დაწიონ




22 წლის გოგონას ოჯახს ამირან გამყრელიძე პასუხობს – მათ დიაგნოზი იციან, დღეს დაველაპარაკები ოჯახს




'ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია' - 'ტამიფლუს' ფასი 68 ლარია, აპელირება, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, 'შავი პიარია'


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მანანა იმედაძე - სიცრუეა, თითქოს სალომეს ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადება!
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი