Loading...
Close
19 იანვარი 2019 05:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი' - მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განცხადებას ავრცელებს
10 იანვარი 2019 17:29
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განცხადებას ავრცელებს. კორძაძე სოციალური ქსელის გვერდზე იმ ტრანსაქციასთან დაკავშირებით წერს, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

„თიბისი ბანკის“, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მე როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, საჭიროდ ვთვლი რამდენიმე განმარტების გაკეთებას:

· 2007-2008 წლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.

· არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა...“

· აღნიშნული ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

· ვფიქრობ ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პროკურატურა - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხული არიან - საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი