Loading...
Close
25 მარტი 2019 16:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
სერგო მეთოფიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილს პირზე აკერია სიტყვა კლანი და რომ ეკითხები რას ნიშნავს და ვინ არიან - ვერ პასუხობს
10 იანვარი 2019 18:10
ნაზი ჯანეზაშვილს რომ ეკითხები, რას ნიშნავს კლანი და ვინ არიან - ვერ პასუხობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილთან დაკავშირებით სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.

„ამ ადამიანის არაკომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დაბალი დონის გამო, გადავწყვიტე მის პოპულისტურ და არაკომპეტენტურ განცხადებებზე კომენტარი აღარ გავაკეთო. მაგრამ ამ განცხადებით იმდენად გამახალისა და იმდენი ვიცინე, რომ ვაკეთებ გამონაკლისს. ნაზიბროლა ჯანეზაშვილი აცხადებს: „მე ვარ ადამიანი, რომელსაც გარეთ გამოაქვს ის პრობლემები, რომელიც აქ არის”... ვარ საბჭოს წევრი, ვარ გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი”.. „კრიტიკოსი ნაკლებად, მაგრამ უფრო ვარ ადამიანი, რომელიც შიგნიდან საუბრობს პრობლემებზე”.

პირზე აკერია მხოლოდ ერთი სიტყვა - კლანი. რომ ეკითხები რას ნიშნავს ეს კლანი და ვინ არიან - ვერ პასუხობს.

ვინმეს ახსოვს, რომ მას სასამართლოში რეალურად არსებულ რომელიმე პრობლემაზე ან გარეთ ან შიგნით ესაუბრა?

სასამართლოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით საბჭო გადაწყვეტილებებს რომ ღებულობს, ერთხელ მაინც მან ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღო მონაწილეობა, ვინმეს ახსოვს ასეთი შემთხვევა?

სასამართლოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით მიღებელ გადაწყვეტილებებში, მისგან ხელშეშლის გარდა, რაიმე სხვა ვინმეს ახსოვს?

მოკლედ, რომ ვთქვათ - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი იყო “მოსამართლეთა ასოციაცია ერთობის” დირექტორი. როდესაც მოსამართლეებმა რეალურად გაიგეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის რეალური მიზნების შესახებ, უკლებლივ ყველამ დატოვა ეს ორგანიზაცია და ისიც ბუნებრივია დაიშალა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია - შინაგანად ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ისევ იმ “ერთობის” დირექტორად დარჩა და იგივე მიზნები აქვს!“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ნაზი ჯანეზაშვილი - 'ქართული ოცნების' თავმჯდომარის განცხადებას შენიშვნის სახით ვერ მივიღებ
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი