Loading...
Close
25 მარტი 2019 16:13
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ჯანდაცვა
პრემიერის გადაწყვეტილებით, 'ტამიფლუს', ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს
11 იანვარი 2019 14:25
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განაცხადებით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ ხვალიდან მიიღებს.

„ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს ანტივირუსულ პრეპარატს რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის: ორსულები, მელოგინეები, ასაკოვნები, ბავშვები და სოციალურად დაუცველები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ პრეპარატის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სახის სხვა ბარიერს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში. გვიან ღამით გვქონდა ბოლო განხილვა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს უფასოდ, რათა ფინანსური ბარიერი საერთოდ განულდეს. მე ეს დავალება მივიღე გუშინ საღამოს. დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ ხვალ დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვექნება საშუალება დღესვე გავიაროთ ეს საკითხი, თუმცა ეს არის პირველი მონახაზი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.



გრიპთან დაკავშირებით, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: H1N1 – დავით სერგეენკო წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი