Loading...
Close
19 იანვარი 2019 04:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'ქართული ოცნების' ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გეგიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, პოლიტსაბჭო შეკრიბოს
11 იანვარი 2019 19:51
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არჩევის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწერილ შემოთავაზებაში, გაჩნდა გარკვეული იმედის მომცემი კონტურები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც 9 იანვარს ჩემს მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ვსაუბრობდი, საჭიროა, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინოს პროცესის მართვის მისეული ხედვა. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა არასაკმარისია, რადგან პროცესი არ უნდა დაიწყოს არც მიქაუტაძესთან კონსულტაციებითა და შეხვედრებით და არც მეთოფიშვილის ტრაქტატების ფონზე. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა მოხდეს პროცესის დაწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფერადებით; ვერ გაფერადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან არაჯანსაღი პროცესები სწორედ მაქედან დაიწყო; არაჯანსაღი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შედგენა, არაჯანსაღად მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ამ სიის გატანა და არაჯანსაღი პროცედურით მოხდა პარლამენტში ამ სიის შემოტანა. თუმცა, ჩვენ შევძელით და შევაჩერეთ ეს პროცესი.

აუცილებელია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და პროგრესული, ამიტომ, მე, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მივმართავ პარტიის თავმჯდომარეს, შეკრიბოს პოლიტსაბჭო, რადგან ყველამ ერთად ვიმსჯელოთ კონკრეტული ნაბიჯებზე, რაც ბევრად მკვეთრი იქნება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ამ ნეგატიურ ფონზე საზოგადოებაში გაჩნდება ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი