Loading...
Close
19 იანვარი 2019 04:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ნარკომანიაზე - არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი უნდა იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე
11 იანვარი 2019 20:55
არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნარკოპოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვას დღეს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა უნდა დააკომპლექტოს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ დასაფიქრებელია ექნება თუ არა ამ კომისიას ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური პოზიცია, როგორც მისი წინამორბედის შემთხევვაში იყო.

„არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე. ეს არის სენი ჩემი გაგებით, საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და პიროვნულად იმ ადამიანებისთვის ასევე ძალიან მძიმე. იმის თქმა, რომ ციხის სასჯელი არ არის პასუხი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტული და პოლიტიკა არ გვქონდეს ამის მიმართ. მგონი, სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური, პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს- რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთხილება, საინფორმაციო კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ა.შ. რაც შეეხება შეწყალებას, ვიტყოდი, რომ ძალიან ადრეა. ჯერ არსებული კომისია არის დღეს გაუქმებული, რადგან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემოვიდა. მინდა ახლებური ხედვა იყოს. რაც დავინტერესდი, ვატყობ, რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაადრევად ვერ გიპასუხებთ და არ მინდა გიპასუხოთ ამ საკითხზე, მინდა ბოლომდე გავერკვიო. შემოსულია ძალიან ბევრი თხოვნა, რაც ძველი ადმინისტრაციიდან დარჩა და ასევე, ჩემი არჩევის შემდეგ რაც შემოვიდა. უნდა განვიხილოთ ეს, უნდა ვნახოთ, როგორ დავაკომპლექტოთ შეწყალების კომისია, ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. მე გთხოვთ ცოტა დროს, რომ ჩამოვყალიბდე ამ საკითხზე. პოზიცია, რაც ჩემი წინამორბენდის იყო ამ საკითხზე, იყო ძალიან მარტივი. მე არ მგონია, რომ ეს მარტივი პასუხები იყოს, რასაც საზოგადოება ჩვენგან, ჩემგან პირადად ელოდება. მინდა უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს და გთხოვთ ამისთვის ცოტა დროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მარიხუანას კულტივაციის საკითხზე დასმულ შეკითხვას, იყო თუ არ განხილული მმართველი გუნდის შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და შესაძლოა თუ არა კანონპროექტის გააქტიურება, ზურაბიშვილმა უპასუხა.

„თუ-ებზე, მითქმა-მოთქმაზე და ეჭვებზე კომენტარს არ ვაკეთებ. როცა იქნება ეს საკითხი დასმული და მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი დასმულია, მაშინ გიპასუხებთ. მეცოდინება, რომ დაბრუნებულია კანონი, როგორია მისი შინაარსი და ა.შ. ძალიან ბევრ რამეზე ერთად მიმდინარეობდა მსჯელობა, ერთი იყო გამკაცრება, რომელსაც ვეთანხმები, იმ წესების შემოტანას, რომელიც თან უნდა ახლდეს დეკრიმინალიზაციას. მეორე ნაწილი ეხებოდა კულტივაციას. ეს კი მოითხოვს ვიცოდეთ როგორია შინაარსი, რა კონტროლის მექანიზმია, ვის მიერ და ა.შ. ჰაერზე საუბარი არასერიოზული იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.



'მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს' - მოსამართლეების სია და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია




სალომე ზურაბიშვილი - მე ვთქვი რომ ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი და იმედი მაქვს გავრცელდება მმართველ გუნდზეც




'საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას ავტოკეფალიის საკითხს' - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია




სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეზე - ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი




ზურაბიშვილი - ბევრი ადამიანი თავს აძლევს ნებას, გააკეთონ კომენტარი ლუგარის ლაბორატორიაზე, როდესაც არ აქვთ ამის კომპეტენცია




​ზურაბიშვილი - არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს - ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ




სალომე ზურაბიშვილი - გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი