Loading...
Close
19 იანვარი 2019 05:18
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
'ნაცმოძრაობის' წევრი გიგა შუშანია - რესტორანში ერთმანეთს ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ
12 იანვარი 2019 17:25
ვანში, რესტორან „მასპინძელოში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია საუბრობს.

„ჩვენი ინფორმაციით, ვანში, რესტორანში, სუფრაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები. იმ დროს, როცა ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში ამ მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობაა და ძალოვანი უწყებები დაკავებული უნდა იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან დაკავებული. ეს ნათლად მიუთითებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჩაფლული“, - აცხადებს შუშანია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გენინსპექციებმა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირებაში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი