Loading...
Close
19 იანვარი 2019 05:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
სერგო მეთოფიშვილი - ეკა გიგაურმა ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი!
12 იანვარი 2019 16:15
თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. „შავი სია“, რომლებიც არ იმსახურებენ დაწინაურებას, ერთხელ და სამუდამოდ, გამოაჩინეთ ეს სრული სია! - ასე მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

„მგონი ქალბატონმა გიგაურმაც ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი! მშვენიერია! რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხსნის ნიღაბს და აჩვენებს საზოგადოებას მის ნამდვილ სახეს, მით უკეთესია! იმედია, ახლა მაინც დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ გიგაურს, ისევე როგორც ბევრ სხვა პოლიტიკოსს, სინამდვილეში არ აინტერესებს არანაირი კრიტერიუმები, არ აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, არ აინტერესებს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა, არ აინტერესებს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და ა.შ. განსაკუთრებით კი მას და მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ არანაირი კრიტერიუმები! მათი ლოზუნგი - “ჯერ კრიტერიუმები შემუშავდეს და მერე მოხდეს უზენაესი მოსამართლეების არჩევა” - ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ ფარსი! მათი მიდგომა ემსახურება იმას, რომ სისტემის შიგნიდან არავინ არ დაწინაურდეს უზენაეს სასამართლოში (მათი შეფასებით - მთელი სასამართლო სისტემა ხომ უვარგისია და შესაცვლელია) და გარედან მოხდეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება გიგაურის და სხვა რამდენიმე პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარკვეული პოლიტიკოსთა ჯგუფის მიერ მოწონებული და მათთან დაახლოებული ხალხით (რასაც აკეთებდა კიდეც მარგველაშვილი), რათა დაიმორჩილონ სასამართლო! ეს, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, პირდაპირ წინააღმდეგობაშია უცხოეთის პრაქტიკასთან, სადაც მხოლოდ კარიერული დაწინაურების პრინციპი მოქმედებს.

ქალბატონო ეკა, მგონი დაიღალეთ ყველა თქვენი “ფეიქ ფარსებით”, “ფეიქ ანგარიშებით” და “ფეიკ ნიუსებით”, ამიტომ, მივმართავ ქალბატონ გიგაურს და მისნაირად მოაზროვნე პოლიტიკოსებს - რომ აღარ დაღალოთ საზოგადოება გაანებეთ ამ ფარსს თავი, თქვენ არანაირი კრიტერიუმები რეალურად არ გაინტერესებთ, თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. შავი სია, რომლებიც თქვენი აზრით არ იმსახურებენ დაწინაურებას, ერთხელ და სამუდამოდ, გამოაჩინეთ ეს სრული სია!

თუ გაქვთ მოსამართლეების „შავი სია“, ვინც თქვენი აზრით გასაგდებია სასამართლოდან, ეს სიაც ერთხელ და სამუდამოდ, სრულად გამოაჩინეთ! ამით ბევრი რამ გაირკვევა!

ერთი კითხვა მაქვს ქალბატონ გიგაურთან: ქალბატონო ეკა, გულწრფელად მინდა გავიგო - თქვენი აზრით, საია-ს ყოფილი და მოქმედი წევრების გარდა უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება სხვაც იქნეს არჩეული?“ - წერს სერგო მეთოფიშვილი.



ირაკლი კობახიძე - გადაწყვეტილება მიღებულია - ჯერ შემუშავდეს კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია



ირაკლი კობახიძე - სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია - შემუშავდება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ეკა გიგაური - მმართველმა პარტიამ, ვიდრე ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი