Loading...
Close
21 ივლისი 2019 07:27
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გუნდურობის პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში - ჩვენ არ ვჩქარობთ
12 იანვარი 2019 11:52
გუნდურობის პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ეკა ბესელია გუნდში.

„უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი რაიმე სანქცირების, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ , რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას. გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი. ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამანტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. კიდევ ერთელ გავიმეორებ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ, გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია რომ იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის, მთავარი არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულლებით. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია, ასე არ გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას კომიტეტიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხილში იყო გადაწყვეტილი.

„მე, კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია. რაც შეეხება ნათელის მოფენას, არსებობს ოუბიექტური სინამდვილე და ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია საუბარი. ობიექტური სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში იყო მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას და მითუმეტეს, მოსამართლეების არჩევას. ამ გადაწყვეტილებას არანაირირი კავშირი არ ჰქონდა ამ საკითხებთან. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ქალბატონი ეკა ბესელიას იურიდიულ საკუთხთა კომიტეტიდან წასვლის თაობაზე, სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა რეალურად მიღებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი.



ეკა ბესელიას პირველი კომენტარი ივანიშვილის განცხადების შემდეგ - ნათელს მოვფენ ყველაფერს!



ბიძინა გეგიძე - პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ შეძლო პროგრესული და ღია პროცესის შექმნა




ჩუგოშვილი - არ ვიცი, საბჭოს რა გონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!




ეკა გიგაური - მმართველმა პარტიამ, ვიდრე ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას




სერგო მეთოფიშვილი - ეკა გიგაურმა ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი!


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება' - ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 
მთავარი თემა

'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი