Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
18 იანვარი 2019 10:10
თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

''პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობელს ნათესავებს, სრულიად საქართველოს.

მართლაც ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა. მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და დანგრეულ შენობა-ნაგებობაში შესვლის საშუალება მოგვეცემა, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ.

ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი. ორი დღის განმავლობაში არ წყდება ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ მზადყოფნას დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ სხვადასხვა ფორმით, ზოგი საკუთარი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის, რადგან ეს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი სასტუმროების „შაინი“, ტეხასი“, „რუსთაველი 36“-ის მფლობელებს, რომლებმაც უსასყიდლოდ განათავსეს დაზარალებულები.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზეც გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას - აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივცემთ საშუალებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს.

სიახლე არაა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, არაერთხელ გამოგვიჭერია ისინი ტყუილებში. გუშინ მათ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი, სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ, რაღაც გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას - თითქოს, შენობა-ნაგებობა თუ ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, იქ ადამიანები ცხოვრობენ და ეს არის კორუფციული სქემა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. ასევე, მინდა ავხსნა როგორ ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება - არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას. შემდეგ, როდესაც დასრულდება მშენებლობა, ადგილზე მიდის თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული ნაგებობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც სამწუხაროდ, აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა. მერიაში წერილი შემოაბრუნეს და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული.

ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი აირის შეყვანა, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული.

რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, ეს არის „საქართველოს კანონი არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. 2006 წელს ამ კანონში იყო 5.5 მუხლი, რომელშიც ჩამოწერილი იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოდიან და ცრუ ბრალდებებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ცდილობენ, 2009 წელს განახორციელეს აღნიშნულ კანონში ცვლილება და ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს. დღეს, კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ასეთ შენობებში შესვლა. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი პარტიაა და კორუფციულ სქემაში დღეს ჩვენ გვდებს ბრალს. ამდენი წლის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა და იქ ხალხი ცხოვრობს.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ განხორციელებული ცვლილებების შედეგი სახეზეა, თუ რა მდგომარეობაშია დედაქალაქი. მათ კანონმდებლობიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები ამოიღეს, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ეს ქაოტური განაშენიანება და სხვა პრობლემები, რასაც დღეს ყველა ერთად ვებრძვით, არ მომხდარიყო.

ჩვენს პირობებში რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა:

1 ) 10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობის უნებართვოდ გაგრძელებაზე და 50 000 ლარი გახდა;
2) 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე და შეადგენს 25 000 ლარს;
3) 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 000 ლარი გახდა;
4) სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა 10-ჯერ და 30 000 ლარი შეადგინა;
5) ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე, დაგვემატა ხმაურის რეგულაცია და მოწესრიგება. ამ მიმართულებითაც, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის განმავლობაში, 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ სანამ არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები, პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ კანონმდებლობას ჩახედონ, საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანთან მაინც გაიარონ კონსულტაცია, ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კომპეტენტური უწყებების დასკვნებს. ასევე, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს დედაქალაქს შევუნარჩუნოთ ხიბლი და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. ქალაქში 20-25 წლის განმავლობაში, ძალიან მძიმე შედეგი დადგა. ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვისაა მისაღები ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ ყველა ის აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხებთ გამოწვევებს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. დარწმუნებული იყავით, რომ თბილისის მერია და მისი თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული სიტუაცია გამოვასწოროთ და ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული, გამართული ინფრასტრუქტურით, გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობით და ამ ყველაფერში თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.



ოპოზიცია კალაძის დაკითხვას ითხოვს - ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის ბრალდებებს პასუხობს



'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს



გიგი უგულავა - თუ 'ყაზტრანსგაზის' ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ხვიჩა მაქაცარია, გამოდის, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის კახა კალაძე - ყურადღებით უნდა ვიყოთ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი