Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
აქცია ბათუმში - აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატს კარბამიდის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს
20 იანვარი 2019 15:27
ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე, მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან "ქართული ოცნებიდან", ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე მყოფები აცხადებენ, რომ დეპუტატს კარბამიდის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. მათი ინფორმაციით, ხელისუფლება ტერმინალს პირადი ინტერესებისთვის აშენებს და სამომავლო საფრთხეს არ ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები პროექტის შეწყვტას ითხოვენ.

"მოვიდეს ბატონი ლადო მგალობლიშვილი და კარბამიდი შეჭამოს. დარწმუნებული ვარ, 15 წუთში ინფექციურში იქნება. როგორც ჩანს, ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ ხალხია მნიშვნელოვანი. გამოდით ყველა, არ ვართ საკმარისი ძალა, რომ გადავწყვიტოთ. ყველა უნდა გამოვიდეთ ტერმინალის წინააღმდეგ. ბატონი ლადო კარგად გაერკვეს და ისწავლოს გამართული საუბარი. იგი არ არის კომპეტენტური. მას დაავალეს, რომ პირდაპირ ეთერში ეჭამა კარბამიდი", - განაცხადა აქციის მონაწილემ, მიხეილ ქავთარაძემ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერმინალის წინააღმდეგ, აქ გავშლით კარავს და ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რომ ბათუმისთვის დამღუპველი ეს პროექტი არ განხორციელდეს”,-მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვატო მეგენეიშვილმა.

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა კარბამიდი შეჭამა და განაცხადა, რომ ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალი შენდება, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს.

მოქალაქეთა ნაწილი პორტის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ბათუმს ტურისტული ქალაქის სტატუსს წაართმევს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი