Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
გარემო
მამუკა ბახტაძე - ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც - შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები
26 იანვარი 2019 17:47
ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც, ამიტომ შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში, - ამის შესახებ “მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„2017 წლიდან ჩვენ შემოვიღეთ ბენზინის უფრო მაღალი, „ევრო 5“ სტანდარტი. გასული წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო ახალი რეგულაციები და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 4“ სტანდარტს გაუტოლდა, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან კი საქართველო „ევრო 5“ სტანდარტზე გადავა. დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად 2019 წელს გააქტიურდა მასში გოგირდის შემცველობის ნორმასთან შესაბამისობის კონტროლიც. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ შემოწმებებს ამ თვალსაზრისით. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა 40-პუნქტიანი გეგმა. მასში გაწერილია ძალიან კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც აქტიურად მუშაობს ყველა უწყება. როგორც იცით, გასული წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შეფასება ხდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით და აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ასევე შემუშავებულია ახალი რეგულაციების მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც თანამედროვე ევროპული ნორმების დაწესებას ითვალისწინებს.

„წელს სრულად ამოქმედდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემა და ეტაპობრივად მოხდება ავტოპარკის „გაახალგაზრდავება“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მუნიციპალური ავტობუსების პარკის სრულიად განახლებას. მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ ამ ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არ იყო სრულყოფილი. აუცილებელია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. უკვე შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



მამუკა ბახტაძე - ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რაც აუცილებლად გაგრძელდება


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ლევან დავითაშვილი - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი