Loading...
Close
19 ივლისი 2019 05:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
გარემო
მამუკა ბახტაძე - ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რაც აუცილებლად გაგრძელდება
26 იანვარი 2019 17:27
ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი - ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები, - ამის შესახებ “მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ მე საზოგადოებას წარვუდგინე ჩვენი მთავრობის ხედვა გარემოსდაცვით ე.წ. მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ გარემოს დაცვა და მწვანე პოლიტიკის განხორციელება არის უმთავრესი პრიორიტეტი. დღეს პრეზენტაციის დროს ლევან დავითაშვილი წარმოგვიდგენს ჩვენი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაცვას შეეხება. მთავრობის მწვანე პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი - ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშე, განსაკუთრებით კი მსხვილ ურბანულ დასახლებებში და სამრეწველო ზონებში დგას და ის სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს და, სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა მოსახლეობის სიჭარბისა და მანქანების რაოდენობის გამო თბილისს აქვს. ამიტომაც მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰაერის დაცვისთვის საჭირო კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ჰაერის დაცვის პოლიტიკას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჩვენს განახლებულ სამთავრობო პროგრამაში. ეს გულისხმობს როგორც ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული რეგულაციების შემოღებას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან რეფორმას. უკვე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავად, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა ბახტაძემ.




ლევან დავითაშვილი - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება



მამუკა ბახტაძე - ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც - შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი