ინდოეთში, ჩენაის აეროპორტში 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ხელბარგით ერთი თვის ლეოპარდის ქვეყანაში შეყვანას ცდილობდა. აეროპორტის თანამშრომლებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მისი ჩანთიდან ხმა გაიგონეს. ლეოპარდი ერთ კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონიდა. თანამშრომლების თქმით ცხოველი შოკში იყო. მას რძე აჭამეს და ჩენაის ზოოლოგიურ პარკს გადასცეს.
გამოძიება ცდილობს დაადგინოს საიდან ჰყავდა მას ცხოველი, რატომ გადაჰყავდა ის ჩუმად და აქვს თუ არა კავშირი კონტრაბანდისტებთან.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის