Loading...
Close
23 აგვისტო 2019 05:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ლევან ღამბაშიძე მასწავლებლის ხელფასებზე - მართლა ცოტნე დადიანების ქვეყანა გგონიათ საქართველო?
6 თებერვალი 2019 13:14
''მართლა ცოტნე დადიანების ქვეყანა გგონიათ საქართველო? სხვანაირად როგორ უნდა აუკრძალო ადამიანს, რომელსაც აქვს ხელფასი 300 ლარი, რომ არ აიყვანოს დამატებით მოსწავლეები, ვინაიდან ეს მთელს სისტემას ვნებს?", - ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალური ქსელის გვერდზე წერს და მიიჩნევს, რომ კარგ სკოლას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, განსაზღვრავს მასწავლებელი და ინფრასტრუქტურა.

''კარგ სკოლას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, განსაზღვრავს მასწავლებელი და ინფრასტრუქტურა. ბავშვს კარგი მასწავლებელი უნდა ყავდეს და სკამიდან ხიჭვები არ უნდა ერჭობოდეს.

ამიტომ: ყველა სკოლა უნდა გაარემონტო ისე, რომ მინიმუმ ინტერნეტი და პროექტორი იყოს ყველა კლასში.

მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს 1500-3000 ლარი. ახალგაზრდებიც წავლენ სამუშაოდ, ქრთამსაც აღარ აიღებენ, დამატებით ბავშვებსაც არ აიყვანენ (თუ ამის ძალიან დიდი სურვილი არ ექნებათ), კლასშიც მოტივირებულები იქნებიან და სამსახურს, პრესტიჟს და ბავშვებსაც კარგად გაუფრთხილდებიან.

ამას უნდა დაუმატო სახელმწიფოსაგან მაქსიმალურად პოლიტიკურად დამოუკიდებელი მენეჯმენტი, რომ ყოველი მთავრობის ცვლილებაზე დირექტორებს არ უწევდეთ სტაფში მტრების ძიება და წმენდა.

აბა სხვანაირად როგორ უნდა აუკრძალო ადამიანს, რომელსაც აქვს ხელფასი 300 ლარი, რომ არ აიყვანოს დამატებით მოსწავლეები, ვინაიდან ეს მთელს სისტემას ვნებს? თქვენ არ "დაიკიდებდით" სისტემას, 300 ლარი რომ გქონდეთ შემოსავალი, თუ მართლა ცოტნე დადიანების ქვეყანა გგონიათ საქართველო?

ხოდა, ფული გაჩითეთ და რეფორმას გაჩვენებო ხო გაგიგიათ? ამაზეა ნათქვამი", - წერს ლევან ღამბაშიძე.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი