Loading...
Close
21 აგვისტო 2019 03:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ტაქსების თეთრად გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერს ის მძღოლები მიიღებენ, რომელთა მანქანებსაც ტექდათვალიერება გავლილი ექნება
6 თებერვალი 2019 16:27
ავტომობილის თეთრად გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერით სარგებლობა მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შეეძლებათ, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება და ექნებათ ტაქსის ლიცენზია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ვიცე-მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომპანია "ალმა", რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ აუქციონში გაიმარჯვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მანქანებს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაუღებავს.

"ერთი კვირის წინ დასრულდა კონკურსი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს 1-ელი მარტიდან ორი სახის ვაუჩერის გაცემას ტაქსის ნებართვის მფლობელებზე ერთია თეთრ ფერზე გადაღებვის ვაუჩერი და მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფლობელებისგან, ის მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას ორი წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას. ამ შეღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღეს მგზავრთა გადაყვანის მომსახირების ნებართვა. ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ ამ დღეებში, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონკურსი მივაბით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს. შედგა ეფექტური ვაჭრობა, 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდამ გამარჯვებულია კომპანია "ალმა", ეს არის საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის 1-ელი მარტიდან გასცეს ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ", - განაცხადა ხმალაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი