Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 11:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რჩევები
როგორ დავწეროთ წერილი ინგლისურ ენაზე სწორად - წესები
6 თებერვალი 2019 18:09

ბევრ ადამიანს, მათ შორის მათაც, ვინც საკმაოდ კარგად ლაპარაკობს და კითხულობს ინგლისურად, ამ ენაზე წერილის წერა აფრთხობს. სინამდვილეში, ეს არც ისე რთული საქმეა. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინება და მეცადინეობა. ამასთანავე, გასათვალიწინებელია, რომ ცუდ წერილად მიიჩნევა ტექსტი, რომლიდანაც ადრესატი აზრს ვერ გამოიტანს და ვერ მიხვდება, თუ რის თქმა გსურდათ. ცუდია ასევე, თუ წერილი არაკორექტულია. თუ წერილში გრამატიკული შეცდომები და სტილისტური უზუსტობებია, თუმცა ამავდროულად მისი შინაარსი გასაგებია, ასეთი წერილი უკვე ძალიან ცუდი აღარ არის.


მთავარი წესი არსებობს?


დიახ. პირველი და მთავარია წესია, რომ ნებისმიერ წერილს უნდა ჰქონდეს მკაფიო სტრუქტურა. ტედ ტენესი, რომელმაც ინგლისურად წერილების წერის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი დაწერა, ასეთ სტრუქტურას გვთავაზობს:

მისალმება (salutation)
თეზისი (thesis)
თეზისის გაშლა (elaboration)
წერილის დასრულება (sign off)
ხელმოწერა (signature)

ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ თუ თქვენ ერთიან სტრუქტურაზე იქნებით ორიენტირებული, თქვენი წერილები ერთმანეთს დაემსგავსება. კონტექსტის გათვალისწინებით, შეგიძლიათ თითოეულ ამ ელემენტს მეტი ან ნაკლები ყურადღება დაუთმოთ, განსხვავებულად დასვათ აქცენტები.

მისალმების რა ფორმები არსებობს?

Dear_______, (აქ შეიძლება ჩაწეროთ სახელი, პოზიცია ან ორგანიზაციის სახელწოდება):

Dear Bill,

Dear Director of Studies,

Dear Imedi,

Dear all,

Dear Sir/Madam,

Hi Bill,

Hello Bill,

Hey everyone,

ყველა მაგალითი, რომელიც იწყება სიტყვით „dear“ ოფიციალურ სიტუაციებს შეეფერება, დანარჩენები - არაფორმალურ ვითარებებს. გასათვალისწინებელია, რომ ინგლისურ ენაში მისალმების შერჩევა ყოველთვის უნივერსალური ფორმულა არ არის და კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვა ვარიანტის არჩევა შეიძლება. მძიმე ერთხელ უნდა დასვათ და ისიც მისალმების ბოლოს. მისალმების შემდეგ უნდა გამოტოვოთ სტრიქონი. ტექსტში აბზაცებიც თითო ცარიელი სტრიქონით უნდა გამოყოთ ერთმანეთისაგან.

თეზისი რა არის?

ძალიან მოკლედ, ეს არის თქვენი წერილის უმოკლესი ვერსია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი წერილიდან უნდა გააგზავნოთ მხოლოდ ერთი წინადადება. რომელს აარჩევდით? ეს არის თეზისი. ეს წინადადება თქვენს წერილში უნდა მოსდევდეს მისალმებას.

მაგალითად, თქვენ წერთ სასტუმროს და აზუსტებთ თქვენი იქ ცხოვრების დეტალებს მივლინების პერიოდში, როგორც ამას აკეთებს ტედ ტენესი თავის წერილების შესახებ დაწერილ წიგნში.

Dear Amstel Hotel in the Netherlands,

Can you direct me to the proper office for assistance? I am staging a play in Amsterdam and need to know which health permits will be required for me to stay in your hotel for 12 nights, from May 16 — May 27.

ან, მაგალითად, კონფერენციაზე სპიკერის მოწვევა გსურთ. დაწერეთ ეს პირველივე წინადადებაში.

Dear David,

We would like to invite you as our speaker on ... event we are holding this September in Tbilisi.

თეზისის გაშლა

თეზისის გაშლა (elaboration) - მესამე ელემენტია. წერილის ამ ნაწილის დასაწერად უნდა უპასუხოთ კითხვას: „რა დეტალები უნდა იცოდეს ჩემმა ადრესატმა?“ და დამატებითი კითხვა: „ჩავატევ თუ არა ამ დეტალებს ერთ აბზაცში?“

სასტუმროს მაგალითში ტედ ტენესი თავის წერილში წერს, რომ მას სჭირდება მენეჯერის დახმარება ამსტერდამში, სადაც ის პიესას დგამს. elaboration-ში ის პიესაზე უფრო დაწვრილებით წერს.

My play is called HAMSTERDAM. It tells the complete history of your beautiful city using hamsters. There are over 300 hamsters appearing in the performance. All hamsters have been treated for any hamster diseases. I keep them in special hamster bins that have been approved by a local U.S. health official. I believe his name is Andy.

წერილის დასასრული - დამშვიდობებაა?

დამშვიდობებამდე დასასრულია, sign off-ი. თქვენი „დასასრული“ თეზისს უნდა ეხმიანებოდეს. ხშირად, იდეალური „დასასრული“ - შეკითხვაა, რითაც ყველაზე კარგად მიანიშნებთ ადრესატს, რომ მისგან პასუხს ელოდებით. მაგალითად, ეს არის წერილი მეგობრისთვის, რომელსაც წვეულებაზე ჰპატიჟებთ. მიესალმებით მას არაფორმალურად, პირველივე წინადადებაში დაპატიჟებთ წვეულებაზე, ერთ აბზაცში მისწერთ ყველა აუცილებელ დეტალს დროის და ადგილის შესახებ და ბოლოს ჰკითხავთ - So, will I see you on Friday? ან მოიქცევით ისე, როგორც ეს არის ტედ ტენესის მაგალითში პიესასა და ზაზუნებზე: What permits will be required for me to bring 300 loose hamsters into your hotel and have them live in my room with me?

და ბოლოს ხელმოწერა:

ეს წერილის სტრუქტურის მეხუთე და ბოლო ელემენტია. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ადრესატი ნამდვილად მიხვდება თუ ვინ მისწერა მას წერილი. ამიტომ ხელმოწერა უნდა მოიცავდეს ყველა აუცილებელ ელემენტს - თქვენს სახელს, პოზიციას, საკონტაქტო მონაცემებს, შესაძლოა, თქვენი ვებგვერდის ან სოცქსელის ბმულებსაც. ეს არის რამდენიმე შესაძლო ფრაზა ხელმოწერისთვის, რომელსაც ფორმალურ წერილებში სახელების წინ წერენ:

Sincerely,

Respectfully,

Best wishes,

ეს ნაკლებად ფორმალური წერილებისათვის:

See you soon,

Speak to you soon,

Take care.

სტრუქტურას გავუმკლავდი, მაგრამ შეცდომებს რა ვუყო?

როდესაც წერილის წერას დაასრულებთ, გადაიკითხეთ ის და შეეცადეთ გაასწოროთ შესაძლო შეცდომები. ორთოგრაფიულ შეცდომებთან გამკლავებაში თითქმის ყველა ინტეგრირებული ავტოკორექტორი დაგეხმარებათ, მაგრამ გრამატიკა უფრო რთული საკითხია. არსებობს კარგი ონლაინ-სერვისი კემბრიჯისაგან - Write and Improve, რომელიც გიკარნახებთ, თუ სად გაქვთ ტექსტში ენობრივი შეცდომები; ვებგვერდზე My Language Exchange სხვადასხვა ენის მატარებლები ერთმანეთს ეხმარებიან; ვებგვერდზე italki სერვისი ფასიანია, მაგრამ ფასები ნორმალური. აქ იპოვით დამრიგებელს, რომელიც ტექსტის „მოწესრიგებაში“ დაგეხმარებათ.

თუ წერილი მნიშვნელოვანია და მას შესამოწმებლად სხვას ვერ ანდობთ, შეიძლება საკუთარი ძალებით ცდა. ყურადღება მიაქციეთ ტექსტში ცალ-ცალკე ყველა არტიკლს და წინდებულს, რადგან ამ ტიპის შეცდომებმა წერილის მიმღები შეიძლება მართლაც დააბნიოს. წინდებულების შემოწმება ცალკე ლექსიკონით (Cambridge Online Dictionary, Оxford Collocation Dictionary) შეიძლება. არტიკლების შემთხვევაში წესების გახსენება მოგიწევთ.

მოკლედ, ენის ცოდნაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დროის დახარჯვისთვის მზად იყოთ და ტექსტი კარგად გაასწოროთ. ძალიან მცირე გამოცდილებითაც შესაძლებელია ინგლისურ ენაზე გამართული წერილის დაწერა, თუ ტექსტს საკმარისს დროს დაუთმობთ.

Google Translate არ გამომადგება?

არ გირჩევთ. გარდა იმისა, რომ „მთარგმნელის“ ხშირი გამოყენებით თავად წერას იოლად ვერ ისწავლით, წერილის ადრესატიც ვერ გაიგებს, რის თქმა გსურდათ. თუ თქვენ ინგლისური ჯერჯერობით კარგად არ იცით, შეგიძლიათ ზოგჯერ ონლაინ-მთარგმნელი გამოყენოთ, თუმცა გადათარგმნილი ტექსტებიდან მხოლოდ ცალკეული სიტყვათა შეთანხმებება გამოიყენეთ, წინადადებების აწყობას კი თავად შეეცადეთ. შეგიძლიათ თავდაპირველად წერილი მშობლიურ ენაზეც დაწეროთ, რაც შინაარსის ჩამოყალიბებაში დაგემხარებათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროთ ის ინგლისურად.

სმაილები გამოვიყენო?

დიახ, თუ წერილი არაოფიციალურია. რეკომენდებულია მთელ მსოფლიოში გავრცელებული სმაილების გამოყენება :-)



წყარო: Meduza

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი