Loading...
Close
21 აგვისტო 2019 03:14
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ბუნება საფრთხეშია - სვანეთის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას მართავს
7 თებერვალი 2019 12:14
სასტუმრო „იოტასთან" საქართველოში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციაში უფლებადამცველები ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკა მემანიშვილი, მესტიის მკვიდრი მანანა საღლიანი, ასევე სვანეთისა და ლენტეხის მოსახლეობის წარმომადგენელები მონაწილეობენ. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, 150-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება.

აქციის მონაწილები ამბობენ, რომ სასტუმროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობით კონფერენცია მიმდინარეობს და სწორედ ამ ბანკის დაფინანსებით საქართველოში ჰესების მშენებლობა იგეგმება.

ლენტეხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფრთხე ემუქრება სვანეთის უნიკალურ ბუნებას და თუ გაზაფხულზე ჰესების მშენებლობა განახლდება, ისინი გზებს ჩაკეტავენ და აქციებს გამართავენ.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.

„ამ გამაფრთხილებელი აქციით ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ. არ დავუშვებთ ჰესების იძულებით, პოლიციური მეთოდებით მშენებლობის მცდელობას, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირას აჭარაში, გუდამაყარში, სვანეთში და პანკისში. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ხელი აიღონ ჰესების მასობრივ მშენებლობაზე. შესრულდეს 2012 წელს გაცემული დაპირება, რომ დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალოს, ხოლო მცირე ჰესები მოსახლეობის თანხმობით უნდა აშენდეს", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი