Loading...
Close
24 იანვარი 2020 23:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების საკითხი - დეპუტატების ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
7 თებერვალი 2019 13:07
“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.

კანონპროექტს ხელს აწერენ - გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე. ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

''მინდა გაგაცნოთ ის ინიციატივა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრი, დეპუტატთა ჯგუფი. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს შეჩერებას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თაობაზე, პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში, ანუ პირველ ინსტანციის და აპელაციის დონეზე, რომ იუსტიციის საბჭომ შეაჩეროს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. ეს ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა პარლამენტში. ინიციატივა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სპეციალურ მუხლს, ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე, შესაძლებელია არ გამოიყენოს შესაბამისმა ორგანომ, ანუ იუსტიციის საბჭომ უვადოდ დანიშვნა და პირველად გამწესების შემთხვევაში მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენება.

ჩვენი ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციის ამ მუხლს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა უნდა ჩატარდეს, და რეფორმის შედეგად ახალი მოსამართლეები უნდა შემოვიდნენ სასამართლოს სისტემაში. ამიტომ ამ ინიციატივით ახლა დროებით უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და პარალელურად უნდა დავიწყოთ მუშაობა ორგანულ კანონში ცვლილებებზე, რომლშიც უნდა მოხდეს ამ ღია საკითხების სამართლებრივი გადაწყვეტა, ანუ სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომელიც ეხება მოსამართლეების უვადო დანიშვნას, მათ ვინც პირველად არ ინიშნება, გაუვიდათ გამოსაცდელი ვადა, და საჭიროა მათ მიმართ მიღებული იყოს კანონით დადგენილი გადაწყვეტილებები. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია გვაქვს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას'', - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ვანო ზარდიაშვილი 9 დეპუტატის ინიციატივაზე - არც ერთი იურისტი, თუნდაც პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან




სერგო მეთოფიშვილი 9 დეპუტატს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრონ




ირაკლი კობახიძე 9 დეპუტატის კანონპროექტზე - თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ სასამართლოს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება, რთული იქნება მისი მხარდაჭერა




სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი უსაფუძვლოა და კონსტიტუციურ ნორმას ეწინაააღმდეგება


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გედევან ფოფხაძე - გვაქვს არგუმენტები, როგორც გუნდთან ერთად ყოფნის, ასევე გუნდიდან წამოსვლის თაობაზე
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი