Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:20
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
გიორგი მიქაუტაძე - პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს სურს გავლენა ჰქონდეს სასამართლო სისტემაზე
11 თებერვალი 2019 11:45
პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სურთ გავლენა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც პარლამენტის ცხრა დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა. მიქაუტაძის თქმით, დეპუტატების აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, მისი თქმით, სამართლებრივი დასაბუთება ამ კანონპროექტს არ აქვს.

„საკითხი ყველა მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია. საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, რომელიც ყველა მოსამართლეს ეხება და არამხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეიძლება კონკურსზე გადიოდნენ და ა.შ. ეს არის სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მინდა ორმხრივ დაგანახოთ საკითხის მნიშვნელობა. პირველი - ეს არის სამართლებრივი მხარე და საუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა და რომელზეც ბიურომ დღეს უნდა იმსჯელოს. ეს არის ახალი ნორმის დამატება, რომელიც შეაჩერებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება და გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ ერთი ნორმაა, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და უშვებს მოსამართლის პირველად განმწესების შემთხვევაში მის დანიშვნას სამი წლის ვადით. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ უშვებს. ამიტომ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სამართლებრივად დასაბუთება ამ საკანონმდებლო ცვლილების. მეორე მხარეა უკვე მიზანშეწონილობის საკითხი, რატომ დადგა ეს დღის წესრიგში და ის რეფორმები, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქამდე, რომ მივიღოთ უვადოდ გადანიშნული კორპუსი. ეს არის დამოუკიდებლობის უმაღლესი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. უვადოდ განმწესებულ მოსამართლეზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ რჩება, რატომ სურთ გარკვეულ ძალებს, გარკვეულ პოლიტიკოსებს ამ პროცესების შეჩერება და სასამართლო სისტემის დიდი პროგრესის უკუღმა შემოტრიალება?! პროგრესის, რომელიც მიიღო სახელმწიფომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის სახით. სხვა ლოგიკური ახსნა პირადად მე ვერ მოვუძებნე, რომ ეს არის მცდელობა, შენარჩუნდეს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები სასამართლო სისტემაზე, შენარჩუნდეს მოსამართლეთა ვადით დანიშვნა, რათა ისინი დამოკიდებულნი იყვნენ გარკვეულ ვადაზე. ამ კუთხით არსებობდეს ბერკეტები მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რომ პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სურთ გავლენა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.



მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების საკითხი - დეპუტატების ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს



ირაკლი კობახიძე 9 დეპუტატის კანონპროექტზე - თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ სასამართლოს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება, რთული იქნება მისი მხარდაჭერა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი