Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი 9 დეპუტატის ინიციატივაზე - არც ერთი იურისტი, თუნდაც პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან
11 თებერვალი 2019 12:16
ამ ინიციატივას, თუ ის პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

"პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი იურისტი, თუნდაც მეორე კლასელი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არის არაკონსტიტუციური. მე როგორც იურისტი გეუბნებით, რომ ეს მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტთან გადაამოწმოთ. ვერც ერთ საკითხს, რომელსაც აქვს არაკონსტიტუციური საფუძვლები, ვერ ექნება მხარდაჭერა. ამას პოლიტიკურად როგორ შეფუთავენ ადამიანები, ვერ გეტყვით,"- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილის ამ განცხადებას მოგვიანებით დეპუტატი ლევან კობერიძე გამოეხმაურა.

„მიკვირს, რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება საკუთარ თავს. მე მიმაჩნია, რომ უფრო სწორია მსგავსი საკითხის განხილვა მოხდეს არა მედიის ფორმატში, არამედ იმ ფორმატში, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. კანონპროექტი, რომელსაც ცხრა დეპუტატმა მოვაწერეთ ხელი და მას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები სხვა დეპუტატების სახით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიუროზე დარეგისტრირდება და გაივლის შესაბამის პროცედურებს. ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველა ვინც მოწინააღმდეგეა ან მომხრეა ამ კანონპროექტის, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე იქ მოახდინოს ამ კანონპროექტის განხილვა და თავისი აზრის დაფიქსირება“, - განაცხადა კობერიძემ.




ბესელია ზარდიაშვილზე - ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში




მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების საკითხი - დეპუტატების ნაწილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს




გიორგი მიქაუტაძე - პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს სურს გავლენა ჰქონდეს სასამართლო სისტემაზე




ირაკლი კობახიძე 9 დეპუტატის კანონპროექტზე - თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ სასამართლოს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება, რთული იქნება მისი მხარდაჭერა




სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი უსაფუძვლოა და კონსტიტუციურ ნორმას ეწინაააღმდეგება




სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე - თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან, საზოგადოება ვერ მიიღებს ეფექტურ მართლმსაჯულებას


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი