Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:37
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
'ევროპული საქართველო' დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს
11 თებერვალი 2019 12:29
„ევროპული საქართველო’’ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს, - განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაააკეთეს. პარტია პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ „ევროპული საქართველოს’’ ალტერნატიული მოდელის განხილვამდე შეჩერდეს ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი პენსიის მიღება.

“ევროპული საქართველოს“ მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

“ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500- ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს.

“ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.

“ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას “ქართული ოცნების” სქემა აკეთებს.

“ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობენ
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი