სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერებას გულისხმობს, არაკონსტიტუციურია. თამარ ალანია უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწსებელ მოსამართლეთა ათკაციან სიაში იყო.
„კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან მიმართებაში არათუ არაკონსტიტუციურია, არამედ პირდაპირ ავნებს საზოგადოებას. საზოგადოება, რომელიც ელის სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, ის ვერ მიიღებს ამას, თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან. შესაბამისად, ეს უნდა გაიაზროს ყველა იმ ადამიანმა, რომლის პასუხისმგებლობაც არის სწორედ ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ის პირდაპირ აზიანებს საზოგადოებას.
დღეს არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურ ჰარმონიაშია ევროსაბჭოს სტანდარტებთან, მოწონებულია ვენეციის კომისიის მხრიდან. შესაბამისად, ყველა უკუკავშირი და კანონმდებლობაში რაიმე გზით ჩარევა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე საუბრობს, იქნება იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც აღიარა სახელმწიფომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე", - განაცხადა ალანიამ.