Loading...
Close
20 აპრილი 2019 22:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
შაშიაშვილი - გიორგი სიგუამ ყველაფერი გააკეთა, რომ მე შევსულიყავი, იქ 'ქართული ოცნების' ყოფილი წევრებიც იყვნენ - ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება
11 თებერვალი 2019 13:19
პარტია „თეთრების“ დამფუძნებლის, თემურ შაშიაშვილი ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრასა და იქ არსებულ სიტუაციაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შაშიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც იმყოფებოდნენ. თემურ შაშიაშვილის თქმით, ის კრებაზე კონკრეტული შეთავაზებით, გიორგი სიგუას (GEM Fest-ის დამფუძნებელი) დახმარებით მივიდა, თუმცა დარბაზიდან გამოაძევეს.

თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ დარბაზში დაახლოებით 300-400 ადამიანი იმყოფებოდა, მშვიდობიანი შეკრების ნაცვლად კი დაამსწრეები აგრესიულ განწყობას გამოხატავდნენ.

„ვერ ვიგრძენი, მთელი მსოფლიოდან რომ იყვნენ შეკრებილები, 700-კაციან დარბაზში ნახევარს რადგან ვერ ავსებდნენ. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება. ბატონმა გიორგი სიგუამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე შევსულიყავი. გუშინ ისეთი რამ ვიგრძენი, ვინმეს რომ მოეყოლა, ვერ დავიჯერებდი - „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლები და სხვები ვნახე ამ დარბაზში შეკრებილი. გუშინ მე იქ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი არ მომისმენია. ეს არის ტრაგედია.

მე იქ სააკაშვილთან არ ჩავსულვარ. მინდოდა, ხალხისთვის ჩემი სათქმელი გადამეცა. სააკაშვილზე 1997 წლიდან ვამბობ, რომ ის არის გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ასევე, კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ბევრი მათგანი, ვინც იქ იმყოფებოდა, „ქართული ოცნების“ წევრია ან ისეთი, ორივესთან რომ ინარჩუნებს ურთიერთობას და ვინც მეტ ფულს მისცემს, მასთან რომ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა რომელ პარტიებსაც ფული მისცა, ხალხს მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც მათი, ვინც სააკაშვილისგან ფინანსდებიან. გუშინ ვნახე ანტიქართული, საქართველოს სიძულვილის მქონე ღონისძიება“, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.




მიხეილ სააკაშვილი - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა




გრიგოლ ვაშაძე - ყელში ამოვიდა თქვენი განსხვავებული აზრი, აქ მაინც გვალაპარაკეთ თავისუფლად (ვიდეო)




თემურ შაშიაშვილს ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზი დაატოვებინეს




მიხეილ სააკაშვილი - დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ




მიხეილ სააკაშვილი - აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი - ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს




სანდრა რულოვსი - ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის




ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა



სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ლიეჟში ვიხილეთ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ლაშა ჟვანია პოსტს ტოვებს - ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან
'თავს საქალაქო სასამართლოში დავიცავ' - აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს
მამუკა ბახტაძე - თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებას შედეგი ვაჩვენოთ, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს
მამუკა ბახტაძე - ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი
ვარკეთილში 'ლიბერთი ბანკის' ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი