Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ბლოგი
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
19 თებერვალი 2019 19:23
ავტორი: მანა ნოდია

„თიბისი“ ბანკის საქმე არ არის ბიზნესმენთა ჯგუფებს შორის დაწყებული ომი, Predator VS Alien, სადაც ჩარევა არ ღირს, რომ არ გაისრისო. არც პოლიტიკური თამაშია, რომელიც პარტიული კუთვნილების გამოხატვას მოითხოვს და ე.წ. შუაშისტობის საშუალებასაც ტოვებს. „თიბისი“ ბანკის საქმე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართული იარაღია, სადაც გაჩუმება სახიფათოა, რადგან შესაძლოა შემდეგი აღმოჩნდე.

ვინ არის მამუკა ხაზარაძე? მოქალაქე, პერსონა, X, ცვლადი, პირობითი სახელი და გვარი, რომელიც ხვალ სხვისი ვინაობით შეიცვლება, თუ დღეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა კითხვები არ დასვა ხელისუფლებისა და საკუთარი თავის მიმართ:

-2008 წლის საქმე დღეს, 2019 წელს, თითქმის 11 წლის შემდეგ, სამართლიანობის აღსრულებაა თუ პირადი ანგარიშსწორება?

-შეიძლებოდა თუ არა ეს საქმე სასამართლო გადაწყვეტილებამდე არ გასაჯაროებულიყო და ამით მოქალაქის, პერსონის, ცვლადის რეპუტაცია არ შელახულიყო, თუ მიზანი სწორედ ეს იყო?

-იცავს მთავრობა მსხვილ ბიზნესს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ბერკეტს თუ პოტენციურ მტრად აღიქვამს, რომელმაც ხელისუფლებაში კონკურენცია შეიძლება გაუწიოს?

კითხვები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მათი დასმა და პასუხების მოთხოვნა აუცილებელია. აუცილებელია სურათის უფრო სრულად დანახვის მცდელობა და კრიტიკული აზროვნება. მათ შორის, ვიწრო ინტერესებიდან გამოსვლა და ისეთი იარლიყების დავიწყება, როგორიცაა - „ბანკირი“ თუ „მევახშე“. რადგან, თუ ახლა პირადი ემოციებით გამოვიტანთ განაჩენს, და გულგრილობაც კი განაჩენია, ხვალ იარლიყების გამოყენებით საკუთარი შექმნილის დაკარგვის საფრთხის წინაშე ყველა შეიძლება დადგეს.

გასაგებია, რომ ასეთ დროს რთულია „სასარგებლო იდიოტი“ არ აღმოჩნდე, იმ წისქვილზე არ დაასხა წყალი, რომელიც არ გაწყობს და ამ შიშის გამო სიჩუმე საუკეთესო გამოსავლად ჩანს, მაგრამ, როგორც ჰიტლერის მოწინააღმდეგე პასტორი მარტინ ნიმიოლერი ამბობდა: „როცა გერმანიაში ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. როცა ებრაელებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს რომ მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი