Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 15:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
ლევან იზორია - ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა
20 თებერვალი 2019 18:54
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. ლევან იზორიამ გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ გამოაცხადა და შემდგომ კი, კორუფციული მიზნებით, ჩაშალა ტენდერი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა. მარტო ის ფაქტი, რომ ტენდერი თავდაცვის სამინისტროს არ ჩაუტარებია, აქარწყლებს ყველანაირ ეჭვს, რომელიც ყველაზე მტკივნეულ და ჩემთვის ყველაზე მთავარ თემას - კორუფციას უკავშირდება. გთხოვთ, რომ მსგავს თემებს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. რაც შეეხება პროცედურას, როდესაც გარკვეული პროდუქციის შესყიდვის დროს ტენდერი ჩაიშლება, უწყვეტი მომარაგების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელთანაც ძველი ტენდერის საფუძველზე გაფორმებული იყო ხელშეკრულება. სწორედ ძველი ტენდერის პირობებით, ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკულება, ვიდრე ტენდერში ახალი კომპანია არ გამოვლინდება, იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც უკვე კონსოლიდირებული ტენდერი ითვალისწინებს, რომლესაც კიდევ ერთხელ ვამბობ თავდაცვის სამინისტრო არ უკეთებს ორგანიზებას“,- განმარტა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების სანივთე პროდუქტების მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით თავდაცვის ძალები სანივთე პროდუქტებით 100 პროცენდით მარაგდება.

„ჟურნალისტების თანამონაწილეობით საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია. მინდა გითხრათ სიამაყით, სხვა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ სანივთე პროდუქტების, მათ შორის, ფორებისა და ბათინკების 100 პროცენტიანი მარაგი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, თუ ამ დრომდე ჯარისკაცების მომარაგება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ახლა, თავდაცვის ძალებს სანივთე ქონებით, ორ წელიწადში სამჯერ ვამარაგებთ. რაც შეეხება ბათინკებს, რომელიც ახალი ტენდერის პირობებშია შეძენილი, მათი ხარისხი ნატოს სტანდარტებს შეესაბამება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი