Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა' - შსს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება
25 თებერვალი 2019 15:49
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

”2019 წლის 25 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული უკავშირდება ბათუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მომხდარ ფაქტს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტის და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით. დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა, დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ინტერნეტში ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი