Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
26 თებერვალი 2019 13:41
საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა დ.ხ.-მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

სასამართლომ ძებნილი ბრალდებულის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

„2019 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო პარლამენტარ გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე და მას დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა და რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა, მან აფეთქებით დააზიანა და გაანადგურა სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და მძიმე შედეგი გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელზე თავდასხმას, კერძოდ, მან თანამზრახველებთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:09 საათზე, მას შემდეგ რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ პარლამენტარი თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა, მან საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ხოლო, ორგანიზაციებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ძებნილი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, - ნათქვამია, სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი