Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'აიცილე ლევან მურუსიძე' - ადვოკატთა ნაწილი ლევან მურუსიძის გარდა, კიდევ 9 მოსამართლის აცილებას მოითხოვს
27 თებერვალი 2019 13:19
ადვოკატთა ნაწილი 10 მოსამართლის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით პეტიციის შექმნას გეგმავს. კამპანიის „აიცილე ლევან მურუსიძე'' ერთ-ერთი ავტორი გიგი სისვაძე ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ.

"ვიდეორგოლი მოწოდებით "აიცილე მოსამართლე ლევან მურუსიძე" საერთო ჯამში, ეხება 10 მოსამართლეს. გუშინდელი "ფეიბუქ პოსტები" იმის ლუტრაციაა, თუ რასთან გვაქვს საქმე, თუ როგორ ზომავენ და განსაზღვრავენ მოსამართლეები საკითხებს. თურმე აზრის გამოხატვა ყოფილა დანაშაული და ამაზე სასჯელი უნდა დაწესდეს. შეიძლება ითქვას, რომ მოსმართლეები საერთოდ გასცდნენ თავიანთ მანდატსა და ჩარჩოებს, გამოვიდნენ სამართლებრივი საზღვრებიდან. "ფეისბუქზე" იყო რამდენიმე მოსამართლის გამოხმაურება, მათ შორის დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა გამოთქვეს აზრი, რომ მოსამართლის აცილების გამო ადვოკატი უნდა დაჯარიმდეს. მოსამართლის აცილებას რომ აყენებ, კითხვები და ეჭვები გაქვს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. თურმე ეს შეიძლება გახდეს ადვოკატის დაჯარიმების საფუძველი სასამრთლოს მხრიდან. მათ ასევე მუქარის შემცველი მესიჯები გამოგზავნეს ადვოკატების წინააღმდეგ და საკითხი დააყენეს, რომ ადვოკატები ამ მოწოდებას გაემიჯნონ, რა მოწოდებაც ვიდეორგოლით გავრცელდა“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

საუბარია, როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. კერძოდ, გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ვერ შემაშინებთ!' - სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეების საწინააღმდეგო კამპანიის ავტორების დაჯარიმებას მოითხოვს
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი