Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 05:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
მერია - პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესების პარალელურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა გაიზრდება
27 თებერვალი 2019 15:49
ზონალურ-საათობრივი ტრანსპორტის ამოქმედების პარალელურად თბილისის მერია დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეკითხვაზე, „რამდენად მოსალოდნელია, რომ მოქალაქეების მიერ ავტომანქანების სახლში დაყენების და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის შემდეგ, მუნიციპალურ ტრანსპორტებში გადატვირთულობის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება“, განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლომდე დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების ჩანაცვლება მოხდება, ხოლო მომდევნო წლიდან ავტობუსების რაოდენობაც დაემატება.

„მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანი ქსელის განახლება მოახდინა და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ გაიზრდება. 1-ელ ივლისამდე ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც ლესელიძემდე მიდის. ახალი ავტობუსების ნაწილი შემოსულია და მარტის ბოლომდე იგეგმება მიწოდება. პირველ რიგში მოხდება ტრანსპორტის ჩანაცვლება ახლით და შემდეგ დაწესდება საფასური, როგორც ლესელიძეზე, ასევე სხვა უბნებში. 2019 წლის ბოლოდან დაიწყება მუშაობა შემდგომი არეალების დაფარვის მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება, ხოლო საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. თუმცა, საფასური არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს. სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ.




თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე პარკირება ივლისიდან ფასიანი გახდება, საწყისი ფასი 50 თეთრი იქნება



მანანა თოქმაჯიშვილი - არ აყვეთ პანიკას - სწორედ მოსახლეობისთვის კეთდება ზონალური პარკირება




ირაკლი ხმალაძე პარკირების საფასურზე - მე აუცილებლად გადავჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისში პარკირების საათობრივი გადახდის პარალელურად, ერთწლიანი, 50-ლარიანი საპარკინგე საშვებიც შენარჩუნდება
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი