Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 06:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
პენიტენციური სამსახურიდან 190 თანამშრომელი გაათავისუფლეს
28 თებერვალი 2019 18:36
სასჯელაღსრულებიდან რეორგანიზაციის შედეგად 190 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, 2019 წლის 15 იანვარს რეორგანიზაციის პროცესის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიეწოდა თითოეულ თანამშრომელს, ვისაც ეხებოდა რეორგანიზაცია. პროცესი შეეხო როგორც სამოქალაქო დანაყოფს, ასევე სპეციალური დანაყოფის ერთ ნაწილს.

უწყებაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც 22 თებერვალს დასრულდა, შტატით გათვალისწინებული 4 070 პოზიციიდან 190 თანამშრომელი გათავისუფლდა, რომელთაც კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო კანონით დადგენილი წესით მიეცემათ.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო დანაყოფების შემცირება და სპეციალურ დანაყოფებში ზოგიერთი პოზიციის გაუქმება, და ამ გზით სპეციალურ დანაყოფში და პენიტენციურ დაწესებულებებში ხელფასის ზრდა.

კერძოდ, ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო ახალ ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება. საბოლოოდ, მოცემულმა ცვლილებებმა თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო.

ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომელშიც გაიმიჯნა სოციალურ მუშაკთა ფუნქციები შემთხვევის მმართველად და შემთხვევის ადმინისტრატორად, ხოლო რამდენიმე პირი, რომელიც სოციალურ მუშაკად მუშაობდა ისე, რომ საამისო არც პროფესია და არც პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა, გათავისუფლდა. სოციალური მუშაკის გაჩენილ ვაკანსიებზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და დეპარტამენტი შესაბამისი განათლების მქონე პირებით დაკომპლექტდება.

თანამდებობების უფლება-მოვალეობათა შესწავლისა და ანალიზის შედეგად გაიზარდა ცალკეული თანამდებობისათვის (ინსპექტორ-კონტროლიორი, ესკორტის ოფიცერი) თანამდებობრივი სარგოები. ამასთანავე, პენიტენციური სამსახურის სისტემაში აღმოიფხვრა წლების განმავლობაში მოქმედი პრაქტიკა, როდესაც თანამშრომლები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სისტემატურად იღებდნენ რამდენიმე ტიპის დანამატს. ყველა დანამატი თანამდებობრივ სარგოსთან გაერთიანდა და ამიერიდან თანამშრომლები მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში პრემიას მიიღებენ.

სტრუქტურული ცვლილებების საბოლოო მიზანს პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროში შეყვანა წარმოადგენს. სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა 8 დეპარტამენტი (ნაცვლად 10 დეპარტამენტისა და 2 სამსახურისა),“- აღნიშნულია სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი