Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'თიბისი ბანკის' დამფუძნებელთა ადვოკატის ცნობით, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს
1 მარტი 2019 10:37
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრიფით“საიდუმლო“ მიმდინარეობს. „თიბისის“ საქმეზე პროკურატუში გუშინ გამართულ ბრიფინგს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ეხმაურება.

ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს განცხადებას გთავაზობთ:

„მე, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, პროკურატურის 28 თებერვლის განცხადების პასუხად, იმის მიუხედავად რომ ახალი არაფერი თქმულა, მინდა ყურადღება კვლავ გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:

1. პროკურატურა საქმეს იძიებს ,,ფულის გათეთრების” მუხლით. რაც მეტ კომენტარს აკეთებს ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანო, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს და ბუნებაში ვერ გვექნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია, შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ. არ არსებობს ,,შავი ფული”, რომელიც ვინმემ ,,გაათეთრა”. უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას.

2.გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ.

3. პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. ამასთან მათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვთ და არ გააჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არავითარი ბერკეტი პროკურატურისთვის სამართლებრივი პასუხის გასაცემად.

4. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს არა გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებასთან, რომლის მიზანი სიმართლის დადგენაა, არამედ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიასთან,“-აღნიშნულია განცხადებაში.



პროკურატურა უარყოფს, რომ 'თიბისი ბანკის' საქმეს გრიფით 'საიდუმლო' ადევს

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'თიბისი' ბანკის საქმე - სპეციალური განცხადება პროკურატურაში
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი