Loading...
Close
21 აგვისტო 2019 03:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'აიცილე ლევან მურუსიძე' - კამპანიას 70 ადვოკატი უჭერს მხარს - ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
1 მარტი 2019 12:30
კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის“ ფარგლებში, ადვოკატების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აღნიშნულ კამპანიას ამ დროისთვის 70- მდე ადვოკატი უჭერს მხარს. ადვოკატები ხელმოწერების შეგროვების შემდეგ დოკუმენტს საელჩოებსა და პარლამენტსაც გადაუგზავნიან.

განცხადება დღეს ადვოკატებმა გიგი სისვაძემ, სალომე აბესლამიძემ და ალექსანდრე კობაიძემ გააკეთეს.

„მინდა, ყველა კოლეგას ვთხოვო, მოვუწოდო შემოუერთდეს ამ კამპანიას. მართლმსაჯულების დღის წესრიგი ჩვენს ხელშია, უნდა დავამარცხოთ ბოროტება და არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს, რომლებიც სათავეში არიან ჩვენი მართლმსაჯულების საშუალება, რომ მათ კვლავ განახორციელონ ისეთი უმსგავსო ქმედებები, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ახორციელებდნენ. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ კარგ ტიპებად წარმოაჩინონ თავი, მაგრამ რეალობაში ეს ასე არ იქნება. კამპანიამ უკვე ფართომაშტაბიანი ხასიათი მიიღო და გადავიდა რეგიონებში, აჭარიდან, ქუთაისიდან გვიერთდებიან და მხარს გვიჭერენ. ჩვენ გვინდა, რომ „ციხე გავტეხოთ შიგნიდან“ და დარწმუნებული ვარ, მათი დღეები დათვლილია. გვრიტიშვილი და სხვები ცინიკურად მოგვიხსენიებენ და ჩვენ დავანახებთ ძალას, თუ რა შეგვიძლია ჩვენ, რა შეუძლია ადვოკატს", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ახალი საპროტესტო ტალღა საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების მიმართ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ადვოკატები, რომლებიც არ ენდობიან მოსამართლეთა ნაწილს, სასამართლო პროცესებზე მათ აცილებას მოითხოვენ.

საუბარია 10-მდე მოსამართლეზე, როგორც სააპელაციოს სასამართლოს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე იუსტიციის საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. კერძოდ, გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'აიცილე ლევან მურუსიძე' - ადვოკატთა ნაწილი ლევან მურუსიძის გარდა, კიდევ 9 მოსამართლის აცილებას მოითხოვს
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი