Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 06:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
სარეკლამო შეტყობინებების გამო გასულ წელს 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა
1 მარტი 2019 12:38
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი მარკეტინგი უწყებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა. 59 მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ინსპექტორმა პირდაპირი მარკეტინგის ათეულობით ფაქტი შეისწავლა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა დადგინდა, 19 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა და გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 57 დავალება.

„მიუხედავად ინსპექტორის აპარატის არაერთი აქტივობისა, როგორც ცნობიერების ამაღლების, ასევე, ინსპექტირებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვის კუთხით, პრაქტიკაში კვლავ პრობლემატურია შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობა ან არასათანადოდ მუშაობს. ზოგჯერ უარის თქმის მექანიზმის შეტყობინების ტექსტი ნათლად არ ასახავს მისი გამოყენების პროცედურას“, – აღნიშნულია თამარ ქალდანის წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია. კერძოდ, რამდენიმე ორგანიზაცია აპელირებდა იმაზე, რომ მათ მიერ გაგზავნილი შეტყობინება შინაარსით არ იყო სარეკლამო ხასიათის და წარმოადგენდა საინფორმაციო შეტყობინებას.

„მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებისა და კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული რეგულაციის გადასინჯვა, საჯარო წყაროებიდან მონაცემების გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების საფუძვლად მხოლოდ მოქალაქის ინფორმირებული თანხმობის განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2019 წლის დასაწყისშივე წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – აღნიშნულია წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი