Loading...
Close
19 ივნისი 2019 14:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ზვიად კუპრავა - დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს - მთლიანად დალურჯებული ვიყავი
1 მარტი 2019 18:01
როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს. მთლიანად დალურჯებული ვიყავი ტანზე, - ეს განცხადება სასამართლო პროცესზე "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გააკეთა.

"ბრიფინგი ჩავატარე. განვაცხადე, რომ არსად ვიმალებოდი. მიუხედავად ამისა, დაკავების მომენტამდე, არც გამომძიებელს, არც პროკურორს დაურეკავს. 24 რიცხვში ჩემი აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობდა. ძალისმიერი გაყვანა ჩემი სამუშაო ოფისიდან საჭირო არ იყო. არავის ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ აღკვეთი შეცვლილი მქონდა. ეს პროკურორისგან ტელევიზიით მოვისმინე, მაგრამ აღკვეთი რომ შემეცვალა, ხომ შეიძლებოდა ეთქვათ?! როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს. მთლიანად დალურჯებული ვიყავი ტანეზ, ფეხებზე, როგორც ვიცი მეუღლესაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ქართული მართლმსაჯულების სინდიდის პატიმარი ვარ", - განაცხადა კუპრავამ.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს დაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა) წარედგინა. ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

გამოძიებისვე ცნობით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ზვიად კუპრავა დააკავეს
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი