Loading...
Close
19 ივლისი 2019 05:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კონფლიქტები
დავით ზალკალიანი დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული 29 წლის ქართველის გარდაცვალებაზე - ყველა მექანიზმს ვიყენებთ, ობიექტური გარემოების დასადგენად
13 მარტი 2019 11:34
საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან, გალში დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით გუშინ შემოვიდა ინფორმაცია ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, არსებული მექანიზმების გამოყენებით. სანამ ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა ყველა გარემოება, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებთან. საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნულის შესახებ ჩააყენონ საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ბუნებრივია ყველა დამატებითი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ზუსტად, დეტალურად ინფორმირებული ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, მექნება კომუნიკაცია თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, რათა ისინიც იყვნენ საქმის კურსში ჩაყენებული მომხდარი ფაქტის შესახებ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს მოქალაქე ნაცემი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„არ მაქვს ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჩვენმა მოქალაქემ ირაკლი კვარაცხელიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დამატებითი გარემოებები იქნება დადგენილი და ბუნებრივია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს საქმის კურში ჩავაყენებთ“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი