Loading...
Close
24 მაისი 2019 14:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პრესის დაიჯესტი
აშშ-ში დააკავეს მილიონრები, რომლებიც უნივერსიტეტებში შვილების მოსაწყობად ქრთამს იხდიდნენ
13 მარტი 2019 17:21
აშშ-ს საგამოძიებო სამსახურებმა კორუფციული სქემა გახსნეს, რომლითაც, მათი თქმით, მდიდარი მშობლები ქრთამითა და გაყალბებული მასალებით შვილების პრესტიჟულ სასწავლებლებში მოწყობას ცდილობდნენ. პასუხისგებაში მიცემულ პირთა შორის არიან მსახიობები – ფელისიტი ჰაფმანი და ლორი ლოულინი. ჰაფმანი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალიდან “სასოწარკვეთილი დიასახლისები”.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალმილიონიანი სქემის ფარგლებში, მშობლები კოლეჯების სტანდარტებისათვის გვერდის ავლას მოტყუებით ცდილობდნენ. როგორც USA TODAY ფედერალური პროკურორებზე დაყრდნობით წერს, სქემაში 50-მდე ადამიანია გარეული. გამოძიების თანახმად, მდიდარი მშობლები, სავარაუდოდ, ქრთამს უხდიდნენ კოლეჯების მწვრთნელებსა და საგამოცდო ცენტრების თანამშრომლებს, რათა თავიანთი შვილების ცნობილ უნივერსიტეტებში მოწყობაში დახმარებოდნენ.

“საუბარია სიმართლის დაფარვასა და გაყალბებაზე – ტესტების ყალბ ქულებზე, ყალბ დამსახურებებზე, ყალბ ფოტოებზე, კოლეჯების მოსყიდულ წარმომადგენლებზე”, – აღნიშნა მასაჩუსეტსის პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა, ბოსტონში 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რადიო NPR-ს ცნობით, სქემაში ფიგურირებს ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიც არიან სტენფორდი და იელი.

ბრალდებულთა შორის არიან ჰოლივუდის სახეები და ამერიკაში ცნობილი ბიზნესმენები. ლოს ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთა შორის მყოფი მსახიობი ფელისიტი ჰაფმანი $250 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, მსახიობ ლორი ლოულინის ქმარი კი – $1 000 000-იანი გირაოს სანაცვლოდ. თავად ლოულინი, რომელიც ასევე სქემაშია გარეული, ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

New York Times-ის თანახმად, ფინანსური სქემის ცენტრში უილიამ სინგერი დგას – კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც სტუდენტების მშობლებს დოკუმენტების გაყალბებაში ეხმარებოდა და კოლეჯების მწვრთნელებს კონკრტული პირების სასწავლებელში მისაღებად ფულს უხდიდა. ძირითადად, საუბარია სპორტული მიმართულებით გაყალბებულ პრივილეგიებში. როგორც წესი, ამერიკული უნივერსიტეტები, გარდა აკადემიური მოსწრებისა, სტუდენტების მიღებისას დიდ ყურადღებას აქცევენ მათ მიღწევებს სპორტისა და ხელოსვნების სფეროებში. მილიონერ მშობლებს სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ ამ მიმართულებით თავიანთი შვილების შედეგების გაყალბება. საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის აუდიო ჩანაწერები.

50 ბრალდებულიდან 33 მშობელია. ისინი მზად იყვნენ, 15 000-დან 75 000 დოლარამდე გადაეხადათ თითოეულ ტესტში, რომლის შედეგებიც, შემდგომ, მათი შვილების სასარგებლოდ, სხვადასხვა გზით ყალბდებოდა.

უნივერსიტეტებმა გამოძიების შედეგებს სწრაფად უპასუხეს. ზოგიერთმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ სქემაში ჩართული პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“ამ საქმის რალური მსხვერპლები არიან ბეჯითი სტუდენტები, რომლებიც ჩანაცვლდნენ გაცილებით ნაკლებად კვალიფიციური სტუდენტებითა და მათი ოჯახებით, რომელთაც უნივერსიტეტში მოხვედრის გზა უბრალოდ იყიდეს”, – განაცხადა პროკურორმა ლელინგმა.



მომზადებულია ნეტგაზეთის მიერ

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი