Loading...
Close
19 ივნისი 2019 14:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
13 მარტი 2019 22:36
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებენ, ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში.

„მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, რომელიც როგორც სასამართლო სისტემიდან, ასევე სასამართლო სისტემის გარედან მოდიოდა. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა ორგანიზაციები კვლავ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. წლის განმავლობაში ისინი აღნიშნავდნენ არსებულ პრობლემებს, მათ შორის: მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და მოსამართლეებისგან; უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენა მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე; საქმეების განაწილების სისტემით მანიპულირება; უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის არარსებობა და უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოს თამჯდომარეების დანიშვნაში არსებული ხარვეზები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავდნენ ხარვეზებს 2017 წლის საკანონმდებლო პაკეტში - რომელიც ცნობილია, როგორც „სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა“ - კერძოდ, სასამართლოს ყველა დონეზე მოსამართლეების შერჩევის პროცესში.



აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება პრობლემად დარჩა




აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები დარჩა




ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს წამებას და სხვა სახის სასტიკ მოპყრობას, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი