Loading...
Close
19 მარტი 2019 09:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
14 მარტი 2019 13:58
თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მას როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ გაწვევის სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და წვევამდელების დეფიციტი არ იყოს.
„ჩემი ინიციატივა იმას შეეხება, რომ გაწვევის სისტემას ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად წვევამდელებს აღარ გავიწვევთ. ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებს მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახური დაცვის პოლიციაში გაირონ და ამით ის ტვირთი მოიხსნან, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან. რაც შეეხება მღვდელთმსახურებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. „გირჩის“ გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში სწავლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს.

ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს “, - დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.



მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - მუსლიმი თემი არასდროს გაქცეულა სამხედრო სამსახურიდან - არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია იყოს უპირატესი



იაგო ხვიჩია - ჯარში მიდიან ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ აქვთ და ისინი, რომელთა მშობლებსაც თანამდებობის პირი მეგობრები არ ჰყავთ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: არამართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლონ
მთავარი თემა

ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს - სააკაშვილი პოსტს ტოვებს
'ნატო-საქართველოს სწავლება 2019' ოფიციალურად გაიხსნა
მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი - მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები - არანაირი რუსი არ შემოსულა! დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ
რა ხდება ხურვალეთში - 'რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები'
არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებიზე წარწერით - 'კლანი უნდა წავიდეს'
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოზე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია
'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
'ბანკი ქართუ' 'რუსთავი 2'-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი