Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
ლევან იზორია - განცხადებები, რომ ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია
15 მარტი 2019 14:05
განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი - ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, არის თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. მისი თქმით, ეს კრიტიკა დაუმსახურებელია.

„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. მათ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და აღიარებული. ეს არ არის მათი ან ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ეს გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც დადასტურდა.

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება არის თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმუოფელი.

როდესაც გვესმის განცხადებები, რომ სისტემური ხასიათი მიიღო ასეთი ტიპის დანაშაულებებმა, არის ღიმისლისმომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იცის რა პრობლემები იყო აქ. ერთეულ შემთხვევებზე რომელიც ყველაგან ხდება, ისეთი განცხადებების გაკეთება თითქოსდა ეს არის სისტემური ხასიათის, არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შეურაცხყოფა“, - განაცხადა იზორიამ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი