Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - თქვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მომავალს წაართმევს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ
18 მარტი 2019 15:38
ის ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი “გააპრავეს”, იქცნენ “კაი ბიჭებად” თქვენს ხელში. ცუდს აკეთებდნენ და პასუხი უნდა აგონ! - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

„ამ კანონის მიზანი უნდა იყოს, რომ ან გვყავდეს ღირსეული მოსამართლეები ან დავამთავროთ ის, რაც იუსტიციის საბჭოში ხდება. ერთხელ და სამუდამოდ თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელშიც ვართ. ანრი კითხულობდა: ენდობი პარლამენტს თუ არა ენდობიო. მე არ ვენდობი ჩემ კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს, შენ გარიცხული იქნები პარტიიდან, თუ შენ ამა და ამ პოზიციას არ დააფიქსირებო. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გზას გაუხნის ჩინჩალაძეს და მის სიას და მეტი ამაში არაფერი იქნება. ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ. თქვენ წაგართმევთ მომავალს ყველას. იმედს წაართმევს საზოგადოებას იმისას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. ნუ ვიქნებით კანონის მშრალი წაკითხვის ოსტატები და თვალი გავუსწოროთ რაც ხდება.

ის ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი გააპრავეს, იქცნენ „კაი ბიჭებად“ თქვენ ხელში და მოდით, სამართლიანობა დავამყაროთ ამ ქვეყანაში. ცუდს აკეთებდნენ და პასუხი უნდა აგონ! იუსტიციის საბჭოსთვის ასეთი კანონის შეთავაზება არის მწვანე შუქის გახსნა ქვეყნის დაქცევისაკენ. შეიკვრება სამივე ინსტანცია. უზენაესი სასამართლო გადაიქცევა ყველაფრის მკადრებელი მოსამართლეების მართვად ორგანოდ. რომელ კონსტიტუციაზე და კონსტიტუციურ ორგანოებზე ვლაპარაკობთ ამის მერე? ჩვენი ხალხისთვის ეს არ უნდა დავუშვათ. თუ ჩვენ სიმართლე და სამართლიანობა გვინდა ჩვენი ხალხისთვის, ეს კანონი უნდა დავივიწყოთ. ვაღიაროთ რომ ეს არასწორია, ამ გზით არ უნდა წავიდეთ და შევთანხმდეთ ერთ ელემენტარულ რამეზე, ჩვენ გვჭირდება კარგი და ღირსეული კანდიდატები პარლამენტში. ამის მერე მიეცემათ პარლამენტის წევრებს მორალური და ზნეობრივი არჩევანის საშუალება. თუ ჩვენ ამას წავართმევთ პარლამენტის წევრებს, მერე რა მოცემულობა შეიქმნება და რა მესიჯები წამოვა, არ ვიცი და არც მინდა ამაზე საუბარი. ნუ დაუპირისპირდებით ქართველ ხალხს! დღეს ორად არის ქართველი ხალხი გაყოფილი: ერთ მხარეს არის ჩინჩალაძე თავისი სიით და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ელოდება რომ სამართლიანობა დამყარდება ამ ქვეყანაში. წავიდეთ ამ გზით! ეს არის რჩევაც, მოწოდებაც და ერთადერთი არჩევანიც, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ გავაკეთეთ“, - განაცხადა ფოფხაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი