Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი - დღესვე მზად ვარ, დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა
18 მარტი 2019 17:12
უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბესელიამ სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ კორუფციაში ხელებს აფათურებს, ასევე ჰკითხა სად მუშაობს მისი მეუღლე.

აღნიშნული რეპლიკის პასუხად ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახური ბიზნესი სასამართლოში ეკა ბესელიას ჰქონდა.

„შენს ხელებს ასდის ფულის სუნი. ოჯახური ბიზნესი სასამართლოში თქვენ გქონდათ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლია. ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია, რვა წელია, იქ მუშაობს. შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, რასაც ვერ მიიღებ“, – მიმართა ბესელიას ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის მანდატზეც უარს იტყვის, თუ ბესელია საკანონმდებლო ორგანოდან გავა.

„15 წელია საჯარო მოხელე ვარ და ჩემი ქვეყნისთვის პატიოსნად ვშრომობ, იმხელა სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკა ბესელიას გადადგომას შევუწყვე ხელი. არამც თუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, არამედ დღესვე მზად ვარ, პარლამენტის მანდატზე ვთქვა უარი, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა. სასამართლოს მოვაშორებთ ადამიანს, რომელმაც სუბიექტური ინტერესები აქვს სასამართლოში, – განაცხადა ზარდიაშვილმა სხდომაზე.

ეკა ბესელიამ პასუხად უმრავლესობის დეპუტატს ზონდერი უწოდა და აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი თავადაც მიჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას, რის გამოც გაბრაზებულია.

„იქედან გაგაბუნძულე, საიდანაც დაგსვეს. ვინმემ შეამოწმოს, ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის, იმდენად აჟიტირებულია. ვანო ზარდიაშვილს, ზონდერებს პარლამენტში რა უნდათ? მშვიდობაში „ქართულ ოცნებას“. ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუგდეთ, ოჯახური ბიზნესი ჩავუშალეთ და ის ათკაციანი სია, რომელსაც ლობირებდა და ვერ გაიტანა. თვითონაც მიჰყვა ამ სიას. მესმის, გაბრაზებულია. ვერ მპატიობენ, რომ სია გავუჩერე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.




ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი




ვანო ზარდიაშვილი - მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ




ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა




იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ




გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - თქვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მომავალს წაართმევს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ




ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან




მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას - არ მეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდით, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით




ეკა ბესელია მამუკა მდინარაძეს - ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი