Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 17:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სპორტი
კახა კალაძე ლივერპულში, ლეგენდების მატჩში ითამაშებს
23 მარტი 2019 12:28
დღეს, ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების „ლივერპულისა" და „მილანის" ვეტერან ფებურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, სადაც თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძე ითამაშებს.

კახა კალაძის განცხადებით, მისთვის ძალიან სასიამოვნოა იმავე გრძნობის განცდა, რასაც წლების წინ საპასუხისმგებლო თამაშების წინ განიცდიდა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას "მილანში" წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად "ლივერპულთან" იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იმავე შემადგენლობით, როგორც 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღევანდელ მატჩში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთის ცნობილი ლეგენდები: პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, მაიკლ ოუენი, კაკა, ჯემი კარაგერი და სხვები.

მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი